2015 წლის 7 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გეოეკოლოგიის წრის წევრები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ხელშეწყობით, უკვე მესამედ იმყოფებოდნენ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.
მოსწავლეებს სემინარი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ ჩაუტარა.
მოსწავლეებმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე როჭოს ჩანჩქერი მოინახულეს. ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია საქართველოსა და მთელ კავკასიაში.
სიახლეები
-
ეკოტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე07 ივნისი 2015
უკან